პენიტენციური სამსახური: ომუდსმენმა გურამ დონაძესთან შეხვედრა მოითხოვა – მსჯავრდებულმა შეხვედრაზე უარი განაცხადა

ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

დღეს, საქართველოს სახალო დამცველი ნინო ლომჯარია “მატროსოვის ციხეში” მივიდა.  შეხვედრის დასრულების შემდეგ ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან უარი განაცხადა, დაეკონკრეტებინა ვის შეხვდა ციხეში.

ომბუდსმენისთვის უცნაური და კომიკურია აღმოჩდა ისიც, რომ მას პატიმრებთან შეხვედრის გამო, მედია ციხის კარებთან დახვდა.

მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველმა უარი განაცხადა ეთქვა ვის შეხვდა, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია:

” N9 პენიტენციურ დაწესებულებაში სახალხო დამცველის ვიზიტი დასრულდა.

დღეს, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და მისი მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე N9 პენიტენციურ დაწესებულებაში 18:00 საათის შემდეგ, პენიტენციური დაწესებულების დახურვიდან რამდენიმე წუთში მივიდნენ. დაწესებულებაში ვიზიტისას ომბუდსმენი შეხვდა ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილს, მსჯავრდებულ ვანო მერაბიშვილს, ასევე 2006 წლის 2 მაისის, ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულ კახაბერ ნაკანს, რომელიც იმ დროისთვის შს სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების ჯგუფის უფროსი იყო. ამასთან, ომბუდსმენმა მოითხოვა მსჯავრდებულ გურამ დონაძესთან შეხვედრა, თუმცა მსჯავრდებულმა მასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა”.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის კოლეგიის მოსამართლემ დავით მგელიაშვილმა 2018 წლის 18 დეკემბერს დაასრულა 2004 წლის 23 ნოემბერს დიდუბის ეკლესიასთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის საქმეზე გურმა დონაძე დამნაშავედ სცნო  – იგი სასამართლო დარბაზში დააკავეს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად