3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის ადვოკატი: დანა არ ჰქონია, მისი ქმედება დანაშაული არაა

პეკინის გამზირზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული თამარ საძაგლიშვილის ადვოკატი “მაესტროსთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს დანა არ ჰქონია და მისი ქმედება არ არის დანაშაული.

ადვოკატი: დანა მას არ ჰქონია, მისი განმარტებით დანა არის გაუგებარი რამ, რატომ აღმოჩნდა დანა მაგ შემთხვევაში.

ჟურნალისტი: კადრებზე, სადაც ვხედავთ რომ მას დანა ამოაქვს ჩანთიდან, თქვენ რა პოზიცია გაქვთ? თუნდაც, არ ახსოვდეს

ადვოკატი: ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე შეიძლება მას არ ახსოვდეს რომ დანა ჰქონდა. მისი ქმედება არ არის დანაშაულებრივი, ვინაიდან მისი ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე მას გააჩნია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები. შესაბამისად, არცერთ შემთხვევაში ეს ქმედება არ არის დასჯადი კანონით. ბავშვი დაზარალებულია, რა თქმა უნდა

ჟურნალისტი: თუ თქვენ ამბობთ, რომ თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი, რომელსაც დანა ჰქონდა ის დამნაშავე არ არის, მაშინ ვინ დააზარალა ბავში?

ადვოკატი: ბავშვი შეიძლება დააზარალოს, დავუშვათ ქუჩაში მაწანწალა ძაღლმა..

ჟურნალისტი: მაწანწალა ძაღლს არ დაუსვია ძალა. კადრები ჩანს რომ თქვენი დაცვის ქვეშ მყოფმა სახეში მას დანა გადაუსვა. მაწანწალა ძაღლი იქ არ ყოფილა

ადვოკატი: კადრები მე არ მინახავს.

ჟურნალისტი: მე გეუბნებით, შემიძლია გაჩვენოთ ეს კადრები

ადვოკატი: მე არ მჭირდება ეს კადრები. ისედაც გავეცნობი. შეიძლება მოხდეს მსგავსი რამ, მაგრამ ამ შემთხვევაში რა, ძაღლს მოვთხოვთ პასუხს?

ჟურანლისტი: ძაღლის და ადამიანის პასუხისმგებლობა ერთიდაიგივეა თქვენთვის, როგორც იურისტისთვის?

ადვოკატი: ძაღლს პასუხის არაფერში არ თხოვენ, მაგრამ რაც შეეხება მომხდარს, კონკრეტულ შემთხვევას. შეიძლება მოხდა ეს ფაქტი, მაგრამ ეს შეიძლება აღმოჩნდეს არადასჯადი სისხის სამართლის წესით. ვინაიდან შეურაცხად მდგომაეობაში მყოფი პირის მიერ ასეთი ქმედება სისხლის სამართლის წესით არ არის დასჯადი.

 

ცნობისთვის, შემთხვევა პეკინის ქუჩაზე ორი დღის წინ მოხდა. მცირეწლოვანი მშობლებთან ერთად მოდიოდა, როცა მასთან უცნობი ქალი მიიჭრა და სახის არეში დაჭრა. ქალი სამართალდამცავებმა რამდენიმე საათში დააკავეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად