პეკინის გამზირზე “აიპლიუსის” მაღაზია გაძარცვეს

თბილისში, პეკინის 11 ნომერში მდებარე “აიპლიუსის” მაღაზია გაძარცვეს. ამის შესახებ “აიპრესს” ინფორმაცია შსს-ში დაუდასტურეს.

“აიპლიუსის” გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მძარცველებმა ჩაამტვრიეს მაღაზიის წინა ფასადი და მაღაზიის ვიტრინაში მდებარე ძვირადღირებული მობილური ტელეფონები წაიღეს.

სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერების მიხედვით, მძარცველები სავარაუდოდ, არასრულწლოვნები იყვნენ.

ამ წუთებში, ადგილზე, გამომძიებლები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...