პედიატრი: დედის და ბავშვის ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია და მას ბებია-ბაბუა ვერ ჩაანაცვლებს

ამის შესახებ პედიატრმა ეკა უბერმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“მე გამოვყოფდი ბავშვისა და მშობლის, პირველ რიგში კი დედის ურთიერთობას. განსაკუთრებით სამ წლამდე ძალიან მნიშვნელოვანია დედის და ბავშვის მიჯაჭულობა, ის სითბო და ალერსი, რაც ბავშვს სჭირდება. მესმის, რომ ბავშვების უმეტესობას მზრუნველობა არ აკლია, თუმცა მას ვერ ჩაანაცვლებს მეორე რიგის ნათესავები – ბებია-ბაბუა, ვერც ადამიანი, რომელიც ბავშვს მზრუნველობით და დიდი სიყვარულით უვლის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია დედის და ბავშვის ურთიერთობა, რომელიც სხვათა შორის ბავშვის დაბადების პირველივე წუთებიდანვე დგება და კანი კანთან კონტაქტი ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია”, – განაცხადა პედიატრმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად