პედაგოგებში კორონავირუსის გავრცელების გამო ქუთაისის სამ საჯარო სკოლაში სწავლება ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს

როგორც განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მაია ცქიტიშვილმა „აიპრესს“ განუცხადა, სწავლა სრულად დისტანციურად მე-12 , 29-ე და 33-ე სკოლებში მიმდინარეობს.

 

რადგან აღნიშნულ სასწავლო დაწესებულებებში კორონავირუსი პედაგოგებს დაუდასტურდათ, რომლებიც გაკვეთილებს სხვადასხა კლასში ატარებდნენ. ისინი საკლასო ოთახებს ორი კვირის გასვლის შემდეგ დაუბრუნდებიან.
რაც შეეხება ონლაინ გაკვეთილების მსურველთა რიცხვს, მათი რაოდენობა საგრძნობლად არ გაზრდილა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...