PayPal-მა, Facebook-ის მიერ კრიპტოვალუტის გამოშვების პროექტში მონაწილეობაზე უარი თქვა

ამერიკულმა კომპანიამ PayPal, რომელიც საერთაშორისო ანგარიშსწორების სისტემის ოპერატორი კომპანიაა, უარი თქვა Facebook-ის პროექტში მონაწილეობის მიღებაზე.

აღნიშნულ პროექტში კი იგულისხმება კრიპტოვალუტა Libra-ს გამოშვება. ამის შესახებ Bloomberg-ი იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კომპანია აღნიშნულ გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ უკვე არსებულ ბიზნესზე სურს კონცენტრაცია.

ამასთან, გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ PayPal-ი მხარ უჭერს Facebook-ს კრიპტოვალუტის გამოშვებაში და სამომავლოდ კომპანიასთან თანამშრომლობას აპირებს.

პროექტ Libra-ს ხელმძღვანელი დევიდ მარკუსია, რომელიც მანამდე PayPal-ის პრეზდენტი იყო.

აქამდე The Wall Street Journal-ი წერდა, რომ ამერიკული კორპორაციები Visa და Mastercard-ი, აგრეთვე სხვა კომპანიები აპირებენ, რომ უარი თქვან Facebook-ის პროექტში მონაწილეობის მიღებაზე, პროექტში, რომელიც საკუთარი კრიპტოვალუტის გამოშვებას გულისხმობს. როგორც გამოცემა წერს, ამის მიზეზი, ამერიკისა და ევროპის ხელისუფლებების მხრიდან Libra-ს კრიტიკა გახდა.

საკუთარი კრიპტოვალუტის გამოშვების შესახებ Facebook-მა მიმდინარე წლის ივნისში განაცხადა. მისი ფუნქციონირება დაფუძნებული იქნება ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე – დეცენტრალიზებულ მონაცემთა ბაზაზე, ინფორმაციის შენახვის მოწყობილობაზე, რომელიც საერთო სერვერთან არ არის დაკავშირებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად