პაველ კლიმკინმა ქვეყნებს შესთავაზა, რუსული გემების პორტებში შესვლა აკრძალონ

უკრაინამ ნატოს მოკავშირეებს შესთავაზა, ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის გამო, “ცივილიზებულ ქვეყნების” პორტებში რუსული ხომალდებისა და გემების შესვლა აიკრძალოს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პაველ კლიმკინმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა,- ინფორმაციას „უკრაინსკაია პრავდა” ავრცელებს.

მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ “საუკეთესო სანქცია” გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი -2“-ის პროექტის შეჩერება და  „ცივილიზებული ქვეყნების პორტების გამოყენებით რუსეთის გემების აკრძალვის შესაძლებლობა იქნება”.

ცნობისთვის, 25 ნოემბერს, ოდესიდან მარიუპოლისკენ უკრაინული მცირე ჯავშნიანი კატარღა “Бердянск” და “Никополь”, აგრეთვე ბუქსირი “Яны Капу” მიემართებოდა, როდესაც რუსული სასაზღვრო გემი “Дон” უკრაინულ “Яны Капу”-ს შეეჯახა. დაზიანდა ორივე ხომალდი. როდესაც უკრაინულმა გემებმა ქერჩის სრუტისკენ დაიწყეს მოძრაობა, რუსული გემები მათ გაჰყვნენ, ცეცხლი გაუხსნეს და უკრაინული ხომალდები დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია 6 ადამიანი, მათ შორის ორი დაჭრილია. რუსული მხარე უკრაინის ქმედებებს პროვოკაციულს უწოდებს.

აზოვის ზღვაში განვითარებული მოვლენების გამო, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. გადაწყვეტილების თანახმად, საომარი მდგომარეობა 2018 წლის 26 ნოემბრიდან – 2019 წლის 25 იანვრამდე იქნება ძალაში.

სტატიის ავტორი თაკო ჩხაიძე
მსგავსი სიახლეები

მიხეილ სააკაშვილი: საქართველოს მოქალაქეობაზე უარი არასდროს მითქვამს

ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Facebook-Live-ს დროს განაცხადა, სადაც მას ჰკითხეს რატომ…

სააკაშვილი: მარგველაშვილი არარაობაა, მან ყველას თავი კარტოფილით და წინდების ქსოვით…

ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Facebook-Live-ს დროს განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილი: მადლობა ყველას, ვინც გაერთიანებულ ოპოზიციას ეს არჩევნები მოაგებინა

ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Facebook-Live-ს დროს განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილი: რუსების მიერ შექმნილი ტელეკომპანია “იმედი” ჩემ…

ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Facebook-Live-ს დროს განაცხადა.

პრეზიდენტმა ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია ბრწყინვალების საპრეზიდენტო…

პრეზიდენტმა ჰუმანური იდეების გავრცელებისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის ბრწყინვალების საპრეზიდენტო…

მიხეილ სააკაშვილი: ჩვენი ქვეყანა ჯიბეში ჩაიდო გაუნათლებელმა ქურდბაცაცა ჯაყომ

ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Facebook-Live-ს დროს განაცხადა.

სააკაშვილი: როცა ხელისუფლება შეიცვლება ამ არჩევნების გაყალბების საქმეს პირველივე…

ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Facebook-Live-ს დროს განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

რამდენიმე წუთის წინ სატელეფონო საუბარი შედგა საქართველოს ახლად არჩეულ პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილსა და აშშ-ის …

სააკაშვილი: ივანიშვილმა თავისი მახინჯი თოჯინა რეზიდენციაში უნდა დაასკუპოს და ეს…

ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Facebook-Live-ში განაცხადა.
კომენტარები
იტვირთება...