პაციენტი, რომელსაც გული გაჩერებული ჰქონდა, სასწრაფო დახმარების ექიმებმა გადაარჩინეს

112-ში შემოსულ მისამართზე მისულ 0516 ბრიგადას ( უფროსი ექიმი ზურაბ გენგაშვილი; უმცროსი ექიმი ანა ბაჩილავა , მძღოლი ლერი ზაზუაშვილი) შუა ხნის მამაკაცი უგონო მდგომარეობაში დახვდათ. მონიტორზე დაფიქსირდა გულის გაჩერება.

ჩატარებული დროული და პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად პაციენტის მდგომარეობა გაუჯობესდა და გადაყვანილ იქნა კლინიკაში, სადაც აგრძელებს მკურნალობას.

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი მამაკაცს სრულად გამოჯანმრთელებას უსურვებს!
ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად