პაციენტებს საქართველოდან თურქეთში სამკურნალოდ წასვლა 20 მაისიდან შეეძლებათ

თურქეთში, საქართველოს ელჩის, გიორგი ჯანჯღავას ინფორმაციით, იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც თურქეთში მკურნალობა სჭირდებათ, 20 მაისიდან პანდეემის გამო დაწესებულ შეზღუდვები მოიხსნებათ.

„თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით 20 მაისიდან, ქვეყანაში სამკურნალოდ შემოსული პაციენტებისთვის მოიხსნება პანდეემის გამო დაწესებულ შეზღუდვები, რომელიც შეეხება 31 სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს. თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრომ დაადგინა შესაბამისი რეგულაციები ქვეყანაში შემოსასვლელად, საავადმყოფოში მისაღებად, სამკურნალოდ და იზოლააციის უზრუნველსაყოფად. ასევე თურქეთის ჯანდცვის უწყება განსაზღვრავს სამკურნალოდ შემოსულ ადამიანთან ერთად თანმხლები პირების მიმართ დადგენილ რეგულაციებს/ნორმებს“,-ნათქვამია ელჩის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობილია, რომ პაციენტებს თურქეთის ორ ქალაქში – სტამბოლსა და ანკარაში შეეძლებათ ჩაფრენა. ამასთან გადაადგილებას შეძლებენ სარფის საბაჟოს გავლით. თურქეთში მკურნალობის საჭიროების მქონე პირმა უნდა მიმართოს სამედიცინო ტურიზმში ჩართულ ნებისმიერ კომპანიას, რომელიც გასამგზავრებლად მოამზადებს ყველა დოკუმენტს. თვითდინებით წასვლა შეუძლებელი იქნება. პაციენტს შესაძლოა ახლდეს არაუმეტეს 2 თანმხლები პირისა, რომლებსაც კორონავირუსზე კვლევა აუცილებლად უნდა ჰქონდეს ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად