პატრიოტული სულისკვეთების გაზრდისათვის სკოლებში “თავდაცვა და უსაფრთხოებას” შეასწავლიან

ქართული ჯარის პოპულარიზაციის ხელშეწყობისა და საზოგადოებაში პატრიოტული სულისკვეთების გაზრდისათვის, მომზადდა ახალი არჩევითი კურსი „თავდაცვა და უსაფრთხოება“. ამის შესახებ “აიპრესს” განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ცნობით, ამავდროულად, გაიწერა საგნის სტანდარტი, წლიური პროგრამა და მასწავლებლის გზამკვლევი. თავად თავდაცვის სამინისტრომ კი მოამზადა საგნის სახელმძღვანელო.

„თავდაცვისა და უსაფრთხოების“ პილოტირებისთვის სკოლების შერჩევა ახალი სასწავლო წლიდან დაიწყო. ამ მიზნით, საგნის პედაგოგებად შეირჩნენ სამხედრო პირები, რომელთა გადამზადების თვენახევრიანი ტრენინგი უკვე დასრულდა და საპილოტე გაკვეთილებს ისინი მეორე სემესტრიდან ჩაატარებენ. პარალელურად იგეგმება სასწავლო პროცესზე დაკვირვება (მონიტორინგი)”, – აცხადებენ სამინისტროში.

მსგავსი სიახლეები

გენერალი გიორგი სურმანიძე: არ დავუშვებთ ქართული ჯარის პოლიტიკური მიზნებისთვის…

"ბოლო დღეების განმავლობაში დავდექით სამხედრო მოსამსახურეებისთვის შეურაცხმყოფელი რეალობის წინაშე. რიგი პოლიტიკური…

ავღანეთში საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები დასრულდა

ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ავღანეთში, ქართულ ჯარში არჩევნები ჯერ არ დასრულებულა-ცესკო-ს პასუხი სააკაშვილის…

დღეს, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ავღანეთში,…
კომენტარები
იტვირთება...