“პატრიოტთა ალიანსის” შუახევის ორგანიზაციის უფროსი “გაერთიანებული ოპოზიციას” შეუერთდა

ბეგლარ ფუტკარაძემ “პატრიოტთა ალიანსი” დღეს “გაერთიანებული ოპოზიციის” ოფისში გაკეთებული საჯარო განცხადების შემდეგ დატოვა. შუახევის ორგანიზაციის ყოფილმა უფროსმა პარტიის ცვილების მიზეზად ქვეყნის უკეთესი მომავალი დაასახელა.

“დღეს, ქვეყანაში შექმნილმა ვითარებამ ნათლად გამოაჩინა, რომ საჭიროა გადაიდგას ნაბიჯები და ხალხი გაერთიანდეს ერთი და ყველასთვის მისაღები კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის გარშემო. პარტიის არასწორმა და გამოუსწორებელმა ნაბიჯებმა მიგვიყვანა იმ მდგომარეობამდე, რომ მე და ჩემმა მომხრეებმა დავტოვოთ “პატრიოტთა ალიანსი” და შევუერთდეთ გაერთიანებულ ოპოზიციას “ძალა ერთობაშია“.

მე, დღეს აქ ვსაუბრობ და ზურგს მიმაგრებს ის ადამიანები, რომლებმაც ჩემთან ერთად დატოვეს პარტიის რიგები და ამჟამად უამინდობის გამო, ვერ შეძლეს ჩამოსვლა, მათ უარი თქვეს შუახევიდან დღეს დაგეგმილ არა “პატრიოტთა ალიანსის”, არამედ “ქართული ოცნების” მიერ ორგანიზებულ აქციაში მონაწილეობის მიღებაზე.

მოვუწოდებ, ჩემს უკვე ყოფილ თანაგუნდელებს, დროა მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება ჩვენი, ჩვენი შვილების და ქვეყნის სასიკეთოდ.” – განაცხაა ბეგლარ ფუტკარაძემ.

დღეს 15:00 საათზე “პატრიოტთა ალიანსის” ორგანიზებით ბათუმში ევროპის მოედანზე “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ აქციაა ჩანიშნული. ბეგლარ ფუტკარაძის თქმით პროტესტის ნიშნად მისი გუნდი აღნიშნულ აქციაძე ჩამოსვლას შუახევიდან არ გეგმავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად