“პატრიოტთა ალიანსის” შეკრება სპორტის სასახლეში დასრულდა (ფოტორეპორტაჟი)

„პატრიოტთა ალიანსმა“ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, სპორტის სასახლეში შეკრება გამართა.

ირმა ინაშვილის თქმით, ქვეყანაში რუსეთთან რეალური ომის წინაშე დგას.

“ჩვენ ვდგავართ რუსეთთან რეალური ომის წინაშე და საჭიროა არა კოცონების დანთება ჩვენი ქვეყნის გარშემო, არამედ ამ კოცონების ჩაქრობა. მე პირადად შემხვდნენ ელჩები და იყო თხოვნა, 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, რომ ყველამ ხელი შევუწყოთ ქვეყანაში მშვიდობას, სტაბილურობას, რომ არ გაღვივდეს კონფრონტაცია და სწორედ ამიტომ შევარჩიეთ ჩვენ სპორტის სასახლე, თორემ ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია, თავისუფლების მოედანზე შეკრება,“ – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

სპორტის სასახლეში იმყოფებოდა პარლამენტის ფრაქცია ”პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების” თავმჯდომარე, გიორგი ლომია.

“ეს არის საქართველო, ნაც მოძრაობის, ევრონაცების ოცნების გარეშე. ქართველ ხალხთან ერთად და არა პროვოკატორებთან ერთად. ყველა იმ ძალასთან ერთად, რომელმაც მოაწყო უკვე არა ერთი პროვოკაცია საქართველოში, რომელმაც ომამდე მიგვიყვანა და დღესაც ფაქტიურად საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით,“ – განაცხადა გიორგი ლომიამ.

შეკრების ამსახველი ფოტოების პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...