“პატრიოტთა ალიანსი”: patrioti. ge პერიოდულად იბლოკება, რასაც ფსევდო ლიბერალურ ძალების შემოტევას ვუკავშირებთ

“პატრიოტთა ალიანსი” ადასტურებს, მათ პარტიის ოფიალური საიტი patrioti. ge პერიოდულად იბლოკება და ამ პარტიასთან არასწორად აღქმული საიტის tinp.ge-ს და პლატფორმა “ალტინფოს” დაბლოკვასაც სავარაუდოდ, ამ შეტევასთან უნდა ჰქონდეს კავშირი ფსევდი ლიბერალური ძალების მხრიდან.

აღნიშნულთან დაკავშირებით “აიპრესს” პარტია “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენელმა ანი კიკნაძემ განუცხადა და არ გამორიცხა, რომ პარტიამ ახლო მომავალში სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს patrioti. ge -სთან დაკავშირებით.

“პატრიოტთა ალიანსის”  ოფიციალური საიტი patrioti. ge დროდადრო იბლოკება საარჩევნო პერიოდში. უკვე რამდენჯერმე გვქონდა კავშირი აშშ-თან,  ჩვენი საიტი არ არის ქართულ სერვერზე დარეგისტრირებული და ამიტომ ვცდილობდით, იქედან გამოგვესწორებინა პრობლემა. იქიდან გვითხრეს, რომ ეს არ არის გარე ფაქტორის ბრალი და ადილი აქვს ქვეყნის შიგნიდან  შემოტევებს. უკვე რამდენჯერმე დაიბლოკა და აღვადგინეთ საიტი. შემოტევებს ამ ეტაპზე ვუმკლავდებით და ვუკავშირებთ იმას, რომ ჩვენი პოზიციები კონკრეტული ლიბერალური ან ფსევდოლიბერალური ძალებისთვის არ არის მისაღები და ამიტომ ბრძოლის  ეს მეთოდი ამოირჩიეს მათ. რა შეეხება საიტს – tinp.ge, რომელიც რატომღაც ასოცირდება ჩვენთან, მაგრამ  ჩვენ არანაირი კავშირი არ გვაქვს ამ სააგენტოსთან. ალბათ, მათზეც მოცდა თავდასხმა. ეს საიტი ჩვენთან ასოცირებული გახდა მას შემდეგ, რაც ერთერთმა არასამტავრობო ორგანიზაციამ კვლევა მოამზადა, მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ ეს ასეა. Facebook-დან შევიტყვეთ, რომ დაბლკილია “ალტინფოს” გვედრი, რომელსაც არა აქვს ჩვენთან კავშირი, მაგრამ ძალიან გამაღიზიანებელი იყო მათი კონტენტი კონკეტულად საქართველოში თავმოყრილი ვითომ ლიბერალური ძალებისთვის. ვფიქობთ, ერთობლივი შემოტევა არის განხორციელებული”-განაცხადა ანი კიკნაძემ “აიპრესთან” საუბრისას.

შეგახსენბეთ: გავრცელდა ინფორმაცია, რომ Facebook-მა “პატრიოტთა ალიანსთან” დაკავშირებული ონლაინ მედია tinp.ge-ს გვერდი და ჯგუფი წაშალა. ამ ეტაპზე არც  პლატფორმა “ალტინფოს” გვერდი იძებნება.

Tinp.ge – დღეს პოლიტიკაში – არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” მიერ იდენტიფიცირებულია, როგორც “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” სასარგებლოდ მოქმედი ონლაინ მედია, რომელიც თავს დამოუკიდებელ მედიად წარმოაჩენს.

მათი ინფორმაციით, facebook პირად ანგარიშზე გასაჯაროვებული ცნობების მიხედვით, მოცემული სააგენტოს თანადამფუძნებელი და პროდიუსერი ომარ მძევაშვილია. სააგენტოს facebook გვერდი პირველად 2019 წლის 17 ივლისს შეიქმნა სახელწოდებით – “Todayinpolitics.ge – დღეს პოლიტიკაში”, თუმცა იგი იმავე წლის 8 ნოემბერს ახალმა გვერდმა ჩაანაცვლა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად