„პატრიოტთა ალიანსი“ დღეს სპორტის სასახლეში შეკრებას გამართავს

„პატრიოტთა ალიანსი“ 7 ივლისს, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, სპორტის სასახლეში შეკრებას გამართავს.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება.

„ერთად მოვითხოვოთ სააკაშვილ-ბოკერიას დამნაშავე რეჟიმის გასამართლება და დასჯა, ერთად მოვითხოვოთ დავით გარეჯის დაცვა, ერთად მოვითხოვოთ საოჯახო ბიზნესის შექმნა, ერთად დავიცვათ საქართველო, შევასრულოთ ჩვენი ქართული მოვალეობა“,- ნათქვამია „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“მძიმე ვითარებაში ვართ ახლა ჩვენ. ყველა საჭირო თემაზე ჩვენ ღიად ვილაპარაკებთ შეკრებაზე სპორტის სასახლეში, 7 ივლისს, საღამოს 5 საათზე. არავის არ დაავიწყდეს, რომ არ არის საფრთხე მოხსნილი დავით გარეჯთან მიმართებაში, არც საერთოდ ქვეყნის უსაფრთხოებაში გლობალურად, რომ შევხედოთ პროცესს. ირანი, ამერიკა – გაანალიზეთ, რა რთული ვითარებაა დღეს ქვეყანაში და რა ინტერესები იკვეთება საქართველოზე. არ უნდა გავჭყლიტოთ ჩვენი ქვეყანა! “ქართულ ოცნებას” კიდევ ერთხელ ვეუბნები: არ უნდა გამოგეყენებინათ რეზინის ტყვია. ამას გამართლება არ აქვს. ვისაც მოხვედრილი აქვს ერთხელ მაინც, გამოვიარეთ ეს ჩვენ და ვერ გავამართლებთ, რა ვითარებაც არ უნდა იყოს, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენ არ დავდგეთ ნამდვილი ტყვიების საფრთხის წინაშე. იმიტომ ვართ ერი და სახელმწიფო, რომ ეს ავიცილოთ თავიდან. ჩვენს შეკრებაზე დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ვიყოთ ბევრნი და ღიად უნდა ვთქვათ ჩვენ, რომ ქართველი ხალხი დაიღალა “ქართული ოცნების” მუდმივი თამაშებით. პირდაპირ ვამბობთ, რომ ბოკერიებს და სააკაშვილებს ხომ არა, მაგრამ თქვენც არა! ვერ მართავთ ამ ქვეყანას და არ არის ძნელი ამის აღიარება. თქვენ მიგვიყვანეთ ამ მდგომარეობამდე და მემკვიდრეობითი არ არის ეს ხელისუფლება” -წერს პარტიის ერთერთი ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად