“პატრიოტები”: ფეხზე მდგომ ხალხს დაითვლიან და მიხვდებიან, რომ გაცილებით მეტი კაცი მოდის ჩვენს აქციებზე

პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კატეგორიული მოთხოვნით პარტია “პატრიოტთა ალიანსი” და  სპორტის სასახლეში შეკრიბნენ.

“პატრიოტთა ალიანსის ლიდერები მიიჩნევენ, რომ  დღევანდელი ღონისძიებით  მის პარტიას სურს, ხელისუფლებას დაანახოს, რამდენად მასშტაბურია საზოგადოების პროტესტი არჩევნების თემაზე.

“როდესაც გავმართეთ აქცია ოპერის წინ ჩვენ დაგვითვალეს 1500 კაცი. ვფიქრობ, რომ თუ მათ მათემატიკა ეშლებათ ასე ზეპირად, სკამებს მაინც დაითვლიან და, ზოგადად, ფეხზე მდგომ ხალხს დაითვლიან და მიხვდებიან, რომ გაცილებით მეტი კაცი მოდის ჩვენს აქციებზე.

სანამ ჩვენ არ მივაღწევთ მიზანს, მანამდე ჩვენ პროტესტს არ შევწყვეტთ. ჩვენ გვინდა ხელისუფლებას დავანახოთ, რამდენი ადამიანი აპროტესტებს მათ ტყუილს და მე ისიც მინდა აღვნიშნო, რატომ არ ვდგავართ იქ, სადაც დგას სხვა ოპოზიცია – ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისთვის და არა ძალაუფლებისთვის,”- განაცხადა “პატრიოტთა ალიანსის” პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ლომიამ ჟურნალსიტებთან საუბრისას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად