პატრიარქთან შეთანხმებით, ახალ პანთეონში, მახათაზე, მხოლოდ საზოგადო მოღვაწეები დასაფლავდებიან

მახათას მთაზე ახალი პანთეონის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება. ამის შესახებ გადაცემა "აქცენტებში" თბილისი მერის მოადგილემ ნინა ხატისკაცმა განაცხადა.

"მე მინდა გითხრათ, რომ ახალ პანთეონში, მახათას მთაზე, საპატრიარქოსთან შეთანხმებით, პატრიარქთან შეთანხმებითაც მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება და მხოლოდ საზოგადო მოღვაწეები იქნებიან დასაფლავებულები.

რაც შეეხება წესს, გიდასტურებთ, რომ დღევანდელი მდგომარეობით კონკრეტული წესი, თუ ვინ უნდა დაიკრძალოს პანთეონში, არ არსებობს. კულტურის სამინისტროში იქმნება კონკრეტული შემთხვევების დროს კომისია, მაგრამ ახალი პანთეონის დასრულებამდე აუცილებლად გაიწერება კონკრეტული წესი, რომლის მიხედვითაც განხილული იქნება გარდაცვლილი პირის პანთეონში დასაფლავება-არდასაფლავების საკითხი" – განაცხადა ნინა ხატისკაცმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...