პატრიარქს სამედიცინო გამოკვლევებზე, ბათუმში “მედინაში” ელოდებიან

საქართველოს კათალიკოს-პატრირაქს სამედიცინო გამოკვლევებზე, ბათუმში, ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში“ ელოდებიან.

როგორც დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა „აიპრესთან“ საუბრისას განაცხადა, პატრიარქის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და კლინიკაში, გეგმიური გამოკვლევისთვის მიდის.
„პატრიარქის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ეს არი გეგმიური გამოკვლევა, პროფილაქტიკის მიზნით. ბათუმში იმიტომ იტარებს გამოკვლევას, რომ ქობულეთში იყო. კონკრეტულად არაფერი არ აწუხებს. ჩვეულებრივი გამოკვლევაა“,-განაცხადა, იოანე გორელიშვილმა.
სამედიცინო ცენტრ „მედინაში“ პატრიარქი ჯერ არ მიუყვანიათ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად