პატრიარქმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მაცხოვრის ხატი აჩუქა (ვიდეო)

სვეტიცხოველის საკათედრო ტაძრში დღეს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მაცხოვრის ხელთუქმენლი ხატი  აჩუქა, რომელიც ტიხრულ მინანქარშია შესრულებული.

"ჩვენ გუშინ შევთხოვეთ უფალს, რომ უნივერისიტეტში სიმშვიდე ყოფილიყო. უფალმა მოიღო მოწყალება და უნივერსიტეტში არსებული დაპირისპირება მშვიდობიანად დასრულდა. 

მე მინდა მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი გადავცე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს", – ბრძანა პატრირქმა. 

პატრიარქმა მაცხოვრის ხელთუქმენლი ხატი უნივერსიტეტის რექტორს ვლადიმერ პაპავას გადასცა. 

უნივერსიტეტის რექტორმა პატრიარქს საჩქურისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხდა.

"თქვენო უწმიდესობავ, მადლობა მინდა მოგახსენოთ თქვენი მზრუნველობისთვის უნივერსიტეტისადმი, სტუდენტებისადმი და პროფესორ-მასაწვლებლებისადმი. თქვენს ნაჩუქარ ხატს დავაბრძანებთ ისეთ ადგილზე, სადაც ყველას ექნება საშუალება მიახლოს მას და მოილოცოს ხატთან", – განაცხადა პაპავამ.  

ამ წუთებში მაცხოვრის ხატს მცხეთიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტში მოაბრძანებენ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...