პატრიარქმა ქართველი სპორტსმენები დალოცა

ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დღეს, ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში დღეს, ქადაგებისას ბრძანა.

” გილოცავთ ამ ბედნიერი დღეს დღეს არის დიდი დღესასწაული დღეს შესრულდა 6 წირვა დღე ღამის განმავლობაში წირვის მადლი შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს.

დღეს არის ხსენება წმინდისა მოციქუისა ანდრიასი ჩვენი განმანათლებელია ჩვენი მომქცეველი.მან იქადაგა პირველად სახარება საქართველოში.მანდ მოაბრძანა ხატი წმ.ღვთისმშობლისა.

დღეს არის ხდეენება ჩვენი საყვარელი მეფისა ვახტანგ გორგასალისა.

ვახტანგ გორგასალს განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოს ისტორიაში თქვენ იცით რომ ვახტანგ გორგასალის თხოვნით და მისი შუამდგომლობით ანტიოქიის პატრიარქმა უბოძა საქართველოს მეთაურს კათალიკოსის წოდება . ეს მხოლოდ ანტიოქიის პატრიარქს შეეძლო.

სიტყვა კათალიკოსი წარმოდგება სიტყვისაგან ბერძნ. სიტყვა ,,კათოლ” საყოველთაო ე.ი სადაც არ უნდა იყოს ქართველი ადამიანი ის ეკუთვნის საქართველოს ეკლესიას და სულიერად ემორჩილება საქართველოს პატრიაქს იყო ასეთი კანონისტი მალსაბონი.შემდეგ ეს მალსაბონი გახდა მე11 საუკუნეში, ცხოვრიბდა გახდა პატრიარქი ანტიოქიიისა. მალსაბონიი წერს რომ საქართველოს ეკლესიას პეტრეს დროს მიენიჭა ავტოლეფალია და დამოუკიდებლობა.ჩვენ დიდი ბრძოლა დაგვჭირდა იმის დამტკიცებაში რომ რომელი პეტრე იყო საქართველოშიც პეტრე იყო მეთაური და ანტიოქიაშიც პეტრე იყო. ზოგიერთი ამბობდა რომ ეს ეკუთვნის მე11 საუკუნეს და პეტრე მალსაბონი ამბობს, ამბობენ რომ ნეტარი პეტრეს დროს საქართველოს და კვიპროოს მიენიჭა ავტოკეფალია.აი ეს სიტყვა ამბობენ მეტყველებს იმაზე რომ ეს შორეულ წარსულში იყო. მე 11საუკუნეში კი არა მე5 საუკუნეში გორგასალის დროს.

ვახტანგ გორგასალმა ორი წარმომადგებელი გაგზავნა ანტიოქიაში და პეტრე პირველად აკურთხეს და იმის შემდეგ იყო მეორე კათალიკოსი.დღეს ჩვენ თავყვანს ვცემთ მათ ღვაწლს მათ შრომას მოღვაწეობას დიდება შენდა ღმეერთო მადლობა შენდა ღმერთო საქართველო რომ არ ყოფილიყო დამოუკიდებელი ავტოკეფალური ჩვენ არ ვიცით ვინ ვიქნებოდით ამან იქონია დიდი გავლენა დიდი ძალა განვითარდა ქართული ენა ქართული ფსევდო კულტურა და ეს ყველაფერი დაიწყო პირველი საუკუნიდან.მოციქული ანდრია პირველწოდებულის დროს მეოთხე საუკუნეში ქრისტიანობა მირიან და ნანას დროს გახდა სახელმწიფო რელოგია და მე5საუკუნეში ეკლესია გახდა ავტოკეფალური დამოუკიდებელი.

გახსოვთ დიდი ძალა გვქონდა მსოფლიოს საპატრიარქოსთან ამის შესახებ და მადლობა უფალს რომ უწმინდესი დიმიტრიოსის ღვაწლით.დიმიტრიოსი იყო ახლანდელი მსოფლიო პატრიარქის წინ, მისი მადლით და მითითებით ცნეს ავტოკეფალია და წოდება. დღეს ჩვენ თაყვანს ვცემთ მათ შრომას და ღვაწლს. იმათი ლოცვა კურთხევა შეეწიოს საქართველოს.

რთული დროა მაგრამ წყალობა ღვთისა, როგრც ამბობს დავით წინასწრმეტყველი.შეგეწიოთ ოთხივე წმინდანი რომელთა ხსენებაც დღეს არის. ჩვენთან არს ღმერსი გაიხარეთ,გაიხაროს საქართველომ.

დღეს ჩვენ დავლოცეთ ჩვენი სპორტსმენები მოჭიდავეები ფალავნები ქართული ჭიდაობა და ეროვნული ფედერაცია დალოცვილი იყავით და ბევრი გაამარჯვება მოგცეთ ღმერთმა

დღეს დეკანოზი გიორგი სახვაძე დაჯილდოვდა მეორე ჯვრის ტარების კურთხევით, ჯილდოვდება სერაფიმე ჯიქია აყვანილია სერაფიმეს ხარისხში, ილოცებიან გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ლექტორები და მასწავლებლები,ასევე მეფე თამარის სკოლის დირექტორი და მოსწავლეები”,-ბრძანა პატრიარქმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად