პატრიარქმა გეგა გეგეშიძე და ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენლები დალოცა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორე დღეს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე და ფედერაციის წარმომადგენლები და მოჭიდავეები დალოცა, რომლებიც ტაძარში ლიტურგიას ესწრებოდნენ.

ცნობისთვის, ევროპის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი სპორტის სასახლეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, 2019 წლის 22 იანვარს შსს-მ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე დააკავა, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ გეგა გეგეშიძე 5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა და თანამდებობაც შეუნარჩუნა.

23 თებერვალს, ჭიდაობის ფედერაციაში პრეზიდიუმის დასრულების შემდეგ ფედერაციის პრეზიდენტმა გეგე გეგეშიძემ ევროპის ორგზის ჩემპიონს ზურაბ დათუნაშვილს სახალხოდ ბოდიში მოუხადა.

„კიდევ მოვუხდი ბოდიშს, არა მარტო დათუნაშვილს, არამედ მთლიანად საზოგადოებას, გულშემატკივარს ჩემი საქციელისთვის და არა მარტო ჩემი საქციელისთვის, მაგრამ ზოგადად, ჭიდაობის თემაზე უნდა იმსჯელონ მოჭიდავეებმა და ბოდიში, ცუდად არ გამიგოთ, არა ჟურნალისტებმა. ჩვენ თუ რამე დავაშავეთ, რამე გავაკეთეთ, ეს მოჭიდავეების საქმეა.

დათუნაშვილს მეგობრობის, თანამშრომლობის ხელს ვუწვდი ახლაც, ვინანიებ ჩემს საქციელს. მე დათუნაშვილთან პირადული მოხდა, თუ რა მოხდა, ამას გვერდზე ვდებ. მე, როგორც ხელმძღვანელი, ისე გელაპარაკებით. დათუნაშვილს, როგორც ორგზის ევროპის ჩემპიონს, შანსი ეძლევა, წავიდეს, მაგრამ უკვე მესამე წონით კატეგორიაში გამოდის, მაგრამ იქაც შანსი ეძლევა, წავიდეს, დაამტკიცოს თავის სიძლიერე,“ –განაცხადა გეგეშიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად