პატრიარქმა ბათუმის ჯანმრთელობის ცენტრი „მედინა“ უკვე დატოვა

ილია მეორე, ბათუმ-ლაზეთის ეპარქიის წარმომადგენელთა განცხადებით, კლინიკაში მორიგ გეგმიურ კვლევაზე იმყოფებოდა.

„პატრიარქი, რამდენიმე დღეა უკვე იმყოფება აჭარაში და მას უწევს თავისი ჯანმრთელობის გეგმიური კვლევა, რომელიც 2018 წლის სემდეგ აღარ ჩაუტარებია. რადგანაც, იგი იმყოფება ამჟამად ბათუმში, გადაწყვიტა, რომ აქვე მიიღოს ანალიზებზე პასუხი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას ადგილი არ აქვს“,-აცხადებს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერი იოანე გორელიშვილი.

პატრიარქი, სამედიცინო კლინიკაში სათადარიგო შესასვლელიდან შევიდა, ის კლინიკაში ნახევარ საათზე მეტ ხანს იმყოფებოდა.

სამედიცინო ცენტრ “მედინაში” პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეიობაზე კომენტარი, ჯერჯერობით არ გაკეთებულა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად