პატრიარქის სტიქაროსანს, მსახიობ კახა მიქიაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

ამის შესახებ ინფორმაცია კახა მიქიაშვილმა ტვ “რუსთავი 2-ს” დაუდასტურდა. 

 

“საავადმყოფოში შემოყვანის დროს სიცხე აღმენიშნებოდა, შემდეგ კი, რამდენიმე დღე თავს კარგად ვგრძნობდი. გუშინ მე-8 დღე იყო და რომ მეგონა, რომ უკვე ყველაფერი დასრულდა, განმეორებითი გამოკვლევა ჩამიტარეს და გაირკვა, რომ ორივე ფილტვზე პნევმონია აღმომაჩნდა. ამიტომ თავიდან დავიწყე მკურნალობა და ცოტა სისუსტეც მაქვს.

ჩემი ინფიცირების წყარო ცნობილია, ვირუსი მეგობრისგან გადამედო, ისიც პალატაშია მოთავსებული, თავად მისი ინფიცირების წყაროც და კონტაქტებიც ცნობილია. გამიმართლა, რადგანაც მან როდესაც მითხრა, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა მე იზოლაციაში გადავედი”, – კახა მიქიაშვილმა.

კითხვაზე იმყოფებოდა თუ არა, კონტაქტში საქართველოს პატრიარქთან, კახა მიქიაშვილმა განმარტა, რომ ვირუსის დადასტურებამდე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და შეხება სხვა პირებთან არ ჰქონია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად