დღეს, ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის , ილია მეორის პატივსაცემად მოხევეები ყაზბეგიდან ჩამოვიდნენ.
როგორც მათ “აიპრესთან” აღნიშნეს ისინი შეურაცხყოფილნი არიან ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მართველის მეუფე პეტრეს განცხადებებით.
მათი თქმით, პატრიარქმა მეუფე პეტრე მისთვის ყველაზე საყვარელ ადგილას, ყაზბეგში გამოუშვა, სადაც ის წლების განმავლობაში მსახურობდა.
ნუგზარ ოდიშვილი აცხადებს, რომ მეუფე პეტრე უნდა დაემორჩილოს პატრიარქის და სინოდის გადაწყვეტილებას.