პატრიარქის ექიმი: უწმიდესი კარგად არის, დღეს მსახურება საპატრიარქოს ტაძარში ჩაატარა

ამის შესახებ “აიპრესს” უწმიდესის და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის ილია მეორეს პირადმა ექიმმა, ცისანა შარტავამ “აიპრესს” განუცხადა.

“პატრიარქი კარგად არის. დღეს წირვა საპატრიაქროს ტაძარში ჩაატარა. გუშინ ბრძანდებოდა ლოცვაზე. დღეს მაღალი წნევა ჰქონდა და საპატრიარქოს ტაძარში ბრძანდებოდა მსახურებაზე. ყველაფერი კარგად არის, პატრიარქი ჯანმრთელადაა”, – განაცხადა ცისანა შარტავამ,

ცნობისთვის, დღეს ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში ხარების სადღესასწაულო წირვა-ლოცვა, პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ ჩაატარა. რის გამო, გავრცელდა ინფორმაცია რომ უწმიდესი ცუდად არის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად