“პატრიარქის ძალისხმევა საქართველოს ევროპული ოჯახის ნაწილად ქცევაში დიდია”

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს იანოშ ჰერმანს უმასპინძლა. შეხვედრაზე ჰერმანმა განაცხადა, რომ პატრიარქის როლი საქართველოს ევროპული მომავლისთვის უმნიშვნელოვანესია.

"ჩვენ საკმაოდ კარგად ვიცით იმ დიდი წვლილის შესახებ, რომელიც საქართველოს ევროპის კულტურისა და ცივილიზაციის განვითარებაში საუკუნეების განმავლობაში შეჰქონდა. ასევე, საკმაო კარგად ვიცით იმ უდიდესი როლის შესახებ, რომელიც საქართველოს ეკლესიამ აღნიშნულ პროცესში ითამაშა. კარგად ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია და რას წარმოადგენს თქვენი სულიერი მემკვიდრეობა. პატრიარქმა უდიდესი ძალისხმევა და მხარდაჭერა გამოიჩინა იმისთვის, რომ საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილი გამხდარიყო. 

ეს გახლავთ უმნიშვნელოვანესი ეტაპი, რადგანაც საქართველოსთვის უდიდესი იმედი მოაქვს",- განაცხადა ჰერმანმა.

საუბრის დასასრულს იანოშ ჰერმანმა ილია მეორეს მიმართა და უთხრა, რომ იმ გზაზე, რომელზეც ახლა საქართველოა პატრიარქის პოზიტიური განწყობა და მხარდაჭერა უდიდესი მნიშვნელობის მქონეა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად