პატრიარქი: უფალი ხედავს, რომ საქართველო გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს და ეს გაბრწყინება იქნება სულიერი

ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულებს, ანდრია პირველწოდებულის დღეს და საქართველოს ეკლესიის და ერის ღვთისმშობლოს წილხვედრად აღყვანებას. უფალი ხედავს, რომ საქართველო გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს და ეს გაბრწყინება იქნება სულიერი. უფალი ხედავს, რომ იმოქმედებს, ასევე  სხვა ერების ცხოვრებაზე. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის” – განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ.

შეგახსენებთ: უკვე მეორე წელია, 12 მაისს ანდრია პირველწოდებულის ხსენებასთან ერთად, საქართველო ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეს აღნიშნავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად