პატრიარქი: შევთხოვთ ღვთისმშობელ დედას, წყალობა არ მოაკლოს საქართველოს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით სიონის საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა და მრევლს ქადაგებით მიმართა.

პატრიარქმა საქართველოს მოსახლეობას მარიამობის დღესასწაული მიულოცა. 

"ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი დედა არის დედა მთელი მსოფლიოსი, მაგრამ განსაკუთრებით ჩვენი, რადგან საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა. ჩვენ შევთხოვთ ღვთისმშობელ დედას, რომ თავისი წყალობა არ მოაკლოს საქართველოს", – ბრძანა ილია მეორემ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად