პატრიარქი: პირჯვარი უნდა დაიწერო იმისათვის რომ შეგეხოს მადლი ღვთისაგან გამოსული

ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ყოვლაწმიდა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა.

“ძალიან ხშირად ტაძარში ლოცვები დროს ისმის სიტყვები “ შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ ღმერთო შენითა მადლითა”.

მე მახასენდება ჩემი სემინარიაში და აკადემიაში სწავლის პერიოდი, რექტორი გვასწავლიდა ჩვენ, რომ როცა ტაძარში მისმენთ ამ ლოცვას “შეგვეწიენ, გვაცხოვნენ შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ღმერთო მადითა შენითა “ აუცილებლად პირჯვარი უნდა დაიწეროთო, პირჯვარი უნდა დაიწერო იმისათვის რომ შეგეხოს მადლი ღვთისაგან გამოსული.

ბოლომდე ადამიანი ვერ ახსნის რა არის ესა, მაგრამ ის კი ვიცით რომ ღვთისაგან გამოსულია, როცა ეკურთხება დიაკონი, მღვდელი ან ეპისკოპოსი იქ ამბობს პატრიარქი “მადლი ღვთისა უძლურთა მკურნალი და ნაკლულებათა აღმავსებელი” ე.ი ჩვენი უძლურების მკურნალია მადლო თვთისა და ნათლის აღმავსებელი.

ეს არის დიდი ძალა, რომელიც აუცილებელია ყოველი ადამინისათვის.

ჩვენ გულში უნდა გვქონდეს ეს მადლი, სულში უნდა გვქონდეს, გონებაში უნდა გვქონდეს…
მე მახსენდება ერთი ებრაელი მოხუცებული კაცი რომელიც ამბობდა, თუ შენ დაკარგე სიმდიდრე შენ არაფერი არ დაგიკარგავსო, თუ შენ დაკარგე ჯანმრთელობა შეიძლება შენ ცოცხალი დარჩე, მაგრამ იყო ავადმყოფი, მაგრამ თუ შენ დაკარგე მადლი ღვთისა ყველაფერი დაკარგულია. ღმერთმა დაგვიფაროს ჩვენ,ღმერთმა ინებოს რომ არ დავკარგოთ მადლი ღვთისა.
დალოცვილი იყავით, გახარებული იყავით.

ვინც მოიპოვება მადლსა ღვთისასა ის მოიპოვებს სიყვარულსა, ის მოიპოვებს სიხარულსა. ასე ერთმანეთზე დამოკიდებულია ყველაფერი სულიერი ცხოვრება. დალოცვილი იყავით. მადლობამ ღვთისა არ დაგტოვოთ თქვენ და საქართველო”, – ბრძანა პატრიარქმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...