პატრიარქი ნათლულებს და ქართველ ხალხს: დაეხმარეთ გაჭირვებულებს

ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ  ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. 

საკვირაო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, ტაძარში ბიბლიიდან, დანიელის წიგნიდან ამონარიდი წაიკითხეს, რომელიც ანანია, აზარია და მისაელს შეეხებოდა. 

"დღეს ჩვენ შევეხეთ ბიბლიის დანიელის წიგნს, სადაც აღწერილია ცხოვრება ანანია, აზარია და მისაელისა , საოცარია მათი ცხოვრება და მოღვაწეობა. ნაბუქოდონოსორმა  როცა გადაწყვიტა, რომ ისინი დაეწვა ფეჩში, მათ აღიარეს თავისი ცოდვები. საოცარი აღსარებაა.

თქვენ იცით, რომ დავითნი მთავრდება სიტყვებით: "ყოველი სული აქებდით უფალსა" – იმდენად შთამბეჭდავი იყო, ანანია, აზარია და მისაელისას ლოცვა , რომ ნაბუქოდონოსორი განცვიფრებული იყო. ცეცხლის ფეჩში შეიყვანეს სამი ყრმა, ანანია, აზარია და მისაელი, ნაბუქოდონოსორი და ხალხი ხედავდა ოთხს, ე.ი. მაცხოვარი იყო მათთან და იცავდა მათ დამწვრობისგან. შეგვეწიოს ანანია, აზარია და მისაელის ლოცვა-კურთხევა.

თქვენ უნდა წაიკითხოთ ბიბლია, ბიბლიაში ბევრი საიდუმლო და სიწმინდეა, რაც ჩვენ  ბევრ რამეში გამოგვადგება . შეგახსენებთ, რომ ყველაზე დიდი საქმე, რაც შეიძლება გვარმა გააკეთოთ, ეს გაჭირვებული ადამიანების დახმარებაა. მე მინდა მივმართო ჩემს ნათლულებს და ქართველ ხალხს, დაეხმარეთ გაჭირვებულ ხალხს და ღმერთი დაგეხმარებათ თქვენ“, – ბრძანა პატრიარქმა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად