პატრიარქი: მოვიკრიბოთ ძალა და მძიმე ჯვარი გოლგოთაზე ერთად ავიტანოთ

ამის შესახებ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სიონის საკათედრო ტაძარში ყოვლადწმიდა ღვთისმშიბლის მიძინების აღსანიშნავი ლიტურგიის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.

“ღვთისგან დაჯილდოებული ვართ. ზედმეტი ჯილდო მოგვცა ღმერთმა, თუ გვაკლია რამე. ალბათ ორივეა. გიხაროდენ საქართველო, წილხვედრო.

წლევანდელი წელი განსაკუთრებულია. ქართველმა ადამიანმა გაითავისა რომ ჩვენ ვართ წილხვედრი. როცა ჩვენ ვფიქრობთ ამის შესახებ, ჩვენ უნდა ვიფიქროთ რა პასუხისმგებლობა გვაკისრია. როგორ უნდა ვაკეთოთ, რა ვაკეთოთ, რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ერთმანეთთან.

საქართველოს დააკისრა უფალმა მძიმე ჯვარი. ამავე დრის ღმერთმა მოგვცა ძალა, რომ ეს ჯვარი ვატაროთ. უნდა ვატაროთ ყველამ ერთად. უნდა მოვიკრიბოთ ძალა და მძიმე ჯვარი გოლგოთაზე ავიტანოთ ერთან.” ბრძანა პატრიარქმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად