პატრიარქი: მოგმართავთ ყველას ვიყოთ ერთად, ვაკეთოთ ერთი საქმე

“ნუ ვიფიქრებთ, რომ ვისმეზე მეტი ვართ. ჩვენ ვართ ის რაც ვართ და ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისთვის” – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სიონის საკათედრო ტაძარში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების აღსანიშნავი ლიტურგიის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა.

“კიდევ ერთხელ მოგმართავთ ყველას. ვიყოთ ერთად, ვაკეთოთ ერთი საქმე.

თავის დროზე ილია ჭავჭავაძემ თქვა: მამული, ენა, სარწმუნოება. ჩვენ დავუმატეთ იმას, ღმერთი, სამშობლო და ადამიანი.
დიდება და მადლობა უფალს, რომ ღმერთმა დაგვაჯილდოვა ამის შეგნებით, რომ პირველია ღმერთი, მეორეა სამშობლო და მესამეა ადამიანი”-ბრძანა პატრიარქმა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...