პატრიარქი: მოგმართავთ ყველას, მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში, რათა გამოვლინდეს უმრავლესობის ნება

პატრიარქი ქვეყნის მოქალაქეებს მიმართავს, რომ უმრავლესობის ნების გამოსავლენად არჩევნებში მონაწილეობა ყველამ მიიღოს.

საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური გვერდი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II- განცხადებას ავრცელებს.

“საქართველოს ეკლესიის სასულიერო პირებს, მრევლს, საქართველოს მოსახლეობას 31 ოქტომბერს საშუალება ეძლევა გააკეთოს არჩევანი ქვეყნის ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით.

ეკლესია ყოველთვის იყო და არის ხალხის გამაერთიანებელი ძალა და პოლიტიკური მიკერძოება მისთვის უცხოა. ჩვენი ხალხი გონიერია და, მიუხედავად სხვადასხვა მცდელობისა, კარგად აფასებს მოვლენებს. ამიტომაც მოგმართავთ ყველას, მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში, რათა გამოვლინდეს უმრავლესობის ნება და თითოეული თქვენგანი სწორი გადაწყვეტილებით დაეხმაროს სამშობლოს.

შევთხოვ უფალს, მოგვმადლოს მშვიდობა და წყალობა თვისი,” – აცხადებს ილია II.

ცნობისათვის: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ხვალ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. პატრიარქს ხვალ საარჩევნო ყუთს საპატრიარქოში მიუტანენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად