პატრიარქი: მაცხოვარი ირჩევს არა მეცნიერებს, არა განათლებულ ხალხს, არამედ უბრალო ადამიანებს – უბრალო ადამიანში შედის მადლი ღვთისა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს “წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას” – სვეტიცხოვლობას აღნიშნავს.

საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქმა ილია მეორემ საზეიმო წირვა ლოცვა მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღავლინა.

„ჩვენ ვრწმუნდებით იმაში, რომ საქართველო განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ, ღვთის მფარველობის ქვეშ არის, ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისთვის. თქვენ წარმოდგინეთ საქართველო ხდება წილხვედრი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა. რა დავიმსახურეთ, რით დავიმსახურეთ. ჩემი აზრით ეს არის წყალობა ღვთისა, მადლი ღვთისა.
ჩვენ უნდა გავამართლოთ ეს წყალობა. ჩვენ უნდა მადლობა შევწიროთ უფალს მისი წყალობისათვის.
12 მოციქული, მეთევზეები – მაცხოვარი ირჩევს არა მეცნიერებს, არა განათლებულ ხალხს, არამედ უბრალო ადამიანებს. უბრალო ადამიანში შედის მადლი ღვთისა და ჩვენ უნდა მადლობა შევწიროთ უფალს მისის დიდი წყალობისთვის.
წყალობა ღვთისა და მადლი ღვთისა მოევლინა 12 მოციქულს, მაგრამ ერთმა ვერ დააფასა. ადამიანმა უნდა იგრძნოს მადლი ღვთისა, უნდა მადლობა შესწიროს უფალს.
წმინდა მამები ამბობენ რომ ერთმა ადამიანმა ვერ სცნო მადლი, ერთმა ადამიანმა უარყო მადლი და ამიტომ დაისაჯა. უფრო სწორად, თვითონ დასაჯა თავისი თავი”, – ბრძანა პატრიარქმა ქადაგებისას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად