პატრიარქი: მარიხუანს მიღების ნებადართვა, ჩვენი ერის მტრობაა

ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ყოვლადწმინდა საკათედრო ტაძარში ბრძანა. 

პატრიარქის თმით, ადამიანებს უნდა ახსოვდეთ, რომ რაც დრო გადის ადამიანის ბუნება უფრო მძიმე ნარკოტიკს ითხოვს და თავს ვეღარ იკავებს. 

"ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ნარკოტიკების მიღების ნებადართვა არის მტრობა ჩვენი ერისა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ადამიანები, რომელთაც გამოიტანეს ნარკოტიკების (მარიხუანის) მიღების ნების დართვა – ისინი თვითონ არ არიან თანახმა, მაგრამ იმდენად დიდია მათზე "პრესი", ზეგავლენა, რომ იძულებული გახდნენ გამოეტანათ ეს დადგენილება."- ბრძანა პატრიარქმა.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციომ მარიხუანას მოხმარებისთვის კანონით არსებული ყველა სასჯელი გააუქმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად