პატრიარქი: მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაცია დიდი შეცდომაა

ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ყოვლადწმინდა საკათედრო ტაძარში ბრძანა.

"ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, როცა ადამიანს უძნელდება გაარჩიოს, სად არის სიკეთე და სად არის ბოროტი. სად არის თეთრი, სად არის შავი, მაგრამ თუ ადამიანი მორწმუნეა, თუ ადამიანს გააჩნია შიში ღვთისა, ადამიანი გაარჩევს, სად არის ბოროტი და სად არის კეთილი.

ამ ბოლო დროს, დიდი მღელვარება შემოვიდა საქართველოში. ეს მღელვარება დაკავშირებულია იმასთან, რომ ნებადართული გახდა ნარკოტიკების მიღება, ნებადართული გახდა მარიხუანას მიღება. ეს არის დიდი შეცდომა", – განაცხადა პატრიარქმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად