პატრიარქი: მარადიული ყოფის თანაზიარი გახდა ზურაბ (პიკო) ნიჟარაძე – ჩვენ სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახის წევრებს

კიდევ ერთი გამორჩეული ადამიანის მიწიერი ცხოვრების წიგნი დაიხურა. მარადიული ყოფის თანაზიარი გახდა დიდი მხატვარი, ქართული კულტურის უსაჩინოესი წარმომადგენელი, ბატონი ზურაბ ნიჟარაძე. – ამის შესახებ
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს სამძიმრის წერილშია ნათქვამი.

“მისი ნამუშევრების ფერთა ჰარმონია და სიმსუბუქე იმდენად სხვა და მხოლოდ პიკოსეულია, რომ ავტორის მითითებას არც კი საჭიროებს.

ხელოვნების მოყვარულნი მას დიდ პატივს სცემენ და ფრიად აფასებენ. ამიტომაც მისმა წასვლამ ყველა დაამწუხრა.

გამოვთქვამთ ჩვენს გულისტკივილსაც და სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მისი ხელოვნების ყველა მოყვარულს და შევთხოვთ უფალს, რომ ბატონი ზურაბის უკვდავმა სულმა დიადი მშვენიერების სამყაროში, – ღვთის საუფლოში განისვენოს.” – ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში.

კომენტარები
იტვირთება...