პატრიარქი კი არ შეცდა, პატრიარქმა არ, ვერ გაითვალისწინა შედეგი – შორენა თეთრუაშილის ჩვენება

პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშილი აცხადებს, რომ რომ მას შემდეგ, რაც პატრიარქმა მეუფე იაკობს საპატრიარქოს სიმდიდრის განკარგვის უფლება ჩამოართვა, ეკლესიის შიგნით დაპირისპირება დაიწყო.

ამის შესახებ თეთრუაშვილმა ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომელიც "რუსთავი 2"-მა დღეს გაავრცელა.

"პატრიარქი კი არ შეცდა, პატრიარქმა არ გაითვალისწინა, უკაცრავად, უფრო სწორედ, ვერ გაითვალისწინა ის შედეგი, რა შედეგიც მოყვა ამას. რა შედეგს ვგულისხმობ იცით, რომ კონსტიტუციური შეთანხმების მიხედვით, ეკლესიის წარმომადგენლობითი უფლება აქვს, კათოლიკოს-პატრიარქს, ქორეპისკოპოსს და მდივანს და რაკი მამა გიორგი მამალაძე არ იყო მდივანი და ამ ფუნქციით აღიჭურვა, ამან სამართლებრივადაც შექმნა პრობლემა და ეს მდგომარეობა სხვებისთვის გახდა სალაპარაკო თემა, სხვა ეპისკოპოსებისთვის. უწმინდესს შეეძლო, ეს უფლებამოსილება დაეტოვებინა, მაგრამ კანონთან მიმართებაში ხდებოდა აცდენა. შემდეგ უკვე ეპისკოპოსების განწყობა არ იყო მაინცდამაინც ისეთი სასურველი და ამან გამოიწვია ის მდგომარეობა, რომ იგზავნებოდა წერილები ჩვენგან, საპატრიარქოდან მთავრობაში ვეღარ არეგულირებდა, ვისი ხელმოწერა უნდა გაეთვალისწინებინა. როდესაც ეუბნებოდნენ, სამართლებრივად არ აქვს მას ამის უფლება, თუმცა პატრიარქმა მიანიჭა ეს უფლება, მაგრამ კონსტიტუციური შეთანხმებით არ ჰქონდა ამისი უფლება, ეს ქმნიდა დისკომფორტს და რაკი გარკვეული ურთიერთობებიც არ აეწყო მაინცდამაინც, ამიტომ გახდა ეს საპრობლემო თემა, რომ ამ ადამიანის ამ უფლებებით აღჭურვა ჩაითვალა ზედმეტად მისი უფლებების გაზრდად, თუმცა, მას თავისუფლად შეეძლო, ეს უფლებები არ ჰქონოდა და პრობლემებიც ნაკლებები იქნებოდა, შემოსაზღვრულიყო იმ ფუნქციით, რითაც თავიდან დაინიშნა", – განაცხადა შორენა თეთრუაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლემ ბესიკ ბუგიანიშვილმა 1 სექტემბერს დაასრულა ათტომეული ე.წ ციანიდის საქმის არსებითი განხილვა და ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ სცნო. მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...