პატრიარქი: იღუმენია თამარს აეკრძალოს ზიარების მიღება და მიეცეს დრო სინანულისთვის

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ამ წერილს, ჭყონდიდის ეპარქიაში მოღვაწე, მარტვილის წმინდა ნინოს მონასტრის ყოფილი წინამძღვარი, იღუმენია თამარი (გამყრელიძე) სოციალურ ქსელში აქვეყნებს და წერს:

“ცნობისათვის, ეს ის საპატრიარქოს მღვდელმთავრების კომისიაა, კიდევ ერთი საქართველოს ეკლესიის “მარგალიტ” დეკანოზ მიქაელ ბოტკოველთან ერთად, რომელმაც, მე იღუმენია თამარ გამყრელიძე, სიმართლისათვის, სამართლიანობისათვის და მართალი მღვდელმთავრის გვერდში დგომისათვის, უზიარებლობით დამსაჯა და უფრო მეტი ბოროტება ჩაიდინა. მხოლოდ საკუთარი სირცხვილის, თავისი უღირსების გადასაფარავად პასუხისმგებლობა პატრიარქს დააკისრეს და სადამსჯელო ბრძანება მისი ფაქსიმელიით გამომიგზავნეს. სად არის საპატრიარქოს კიდევ ერთი “მთავარი” ფიგურა ე.წ ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო მუჯირი?! ვაი შენდა დღევანდელო საქართველის საპატრიარქოვ! უფალმა განწმინდოს, სიმართლის, ჭეშმარიტების ზეიმი ქრისტეშობა გაგვითენოს და დაგმოს ყოველივე ფარისევლობა, ფარისევლობის მსახურება და ფარისევლური ალილო!” – იღუმენია თამარი.

ცნობისთვის, სინოდის გადაწყვეტილების შემდეგ იღუმენია თამარმა გააკეთა განცხადება და განაცხადა, რომ  მეუფე პეტრეს ბრძოლა მამათმავლობის წინააღმდეგ დამთავრდა მისი გადაყენებით

ასევე, 2017 წლის 9 მარტს ითუმენიამ სოსციალურ ქსელში დაწერა:  ეკლესიაში კორუფცია, მამათმავლობა, ნარკომანია და ძველბიჭობა პრობლემა არ არის!

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად