პატრიარქი: გილოცავთ ფერისცვალების დღესასწაულს, ეს განსაკუთრებული დღეა

ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში ფერისცვალების სადღესასწაულო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.

“გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს – ფერისცვალებას. ეს არის განსაკუთრებული დღესასწაული. მაცხოვარმა წაიყვანა მოწაფეები პეტრე, იაკობი და იოანე. ავიდა თაბორის მთაზე და გამოეცხადა მათ წინაშე. მისი სახე და სამოსელი ბრწყინავდა ვითარცა მზე. ეს იყო ღვთაებრვი ნათება. წმინდა მამები ამ საკითხს რა ნათება იყო რა ტროპარი გვეუბნება ჩვენ. ეს იყო ნაწილი იმ ნათებისა რომელიც ჰქონდა მაცხოვარსა. აი, ჩვენ დღეს ვფიქრობთ რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ ფერისცვალება მოხდეს ჩვენში.

ერთ მდგომარეობაში არაფერი არ ჩერდება, ყველაფერი მოძრაობს, ყველაფერი იცვლება. ძველი რომაელები ამბობდნენ, დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთადო. და აი დღეს, როცა ასეთი ცვლილებებია ადამიანის სულში , ბუნებაში, გონებაში საჭიროა დიდი ყურადღება, რომ მიწიერმა ხორციელმა არ გაიტაცოს ადამიანი. ადამიანი ან ამღლა ადის სრულყოფის კიბეზე ან დაბლა ჩადის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ავიდეთ მაღლა და შევხვდეთ უფალს. წყალობა ღვთისა, ნათელი ღვთისა, მადლო ღვთისა გფარავდეთ თქვენ და საქართველოს” – ბრძანა პატრიარქმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად