საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ნათლისღების სადღესასწაულო წირვა- ლოცვა აღავლინა.
“ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. მადლი ღვთისა გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს.
დღეს, უნდა წაიღოთ სახლებში ეს ნაკურთხი წყალი და ასხუროთ კარმიდამოს, შვილებს, ოჯახს და მადლი ღვთისა უხვად გარდამოვა თქვენზედა. არ მოგაკლოთ ღმერთმა მადლი ღვთისა”, – ბრძანა პატრიარქმა.
შეგახსენებთ, დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავს