პატრიარქი: ღმერთმა დაგლოცოთ, გაგამრავლოთ და მოგცეთ შვილები ბრძენი, თავდადებული სამშობლოსათვის

ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგების დასრულების შემდეგ განაცხადა.

“გილოცავთ ამბროსი ხელაიას ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი ამბროსი ხელაია იყო დიდი მოღვაწე თავდადებული მოღვაწე, ჩვენ თავსა და ქედა ვიხრით მისი წინაშე, დიდი გაჭირვება და განსაცდელი გამოიარა მან, მისი ლოცვა შეგვეწიოს, ეკლესიამ აღირა ის როგორც წმინდანი, როგორც აღმსარებელი.

მაგრამ დღეს კიდევ ერთი დღესასწაულია, დღესასწაული ამერიკის სამღვდელოებისა, ქართული სამღვდელოებისა. მე ვულოცავ ეპისკოპოს საბას, რომელიც ხელმძღვანელობს ამერიკის ეკლესიას. ეს იყო, ეს მრევლი და სამღვდელოება იყო დაარსებული მეუფე დიმიტრია მიერ, ბათუმის მიტროპოლიტისა, ჩვენგან წავიდა დიდი დელეგაცია რომ მიიღონ მონაწილეობა ამ ზეიმში.

ღმერმა დაგლოცოთ, გაგამრავლოთ, გ და ღმერთმა მოგცეთ შვილები ბრძენი. თავდადებული სამშობლოსათვის” – განაცხადა პატრიარქმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად