პატრიარქი: ღმერთი იმაზე დიდ ჯვარს არ მოგვცემს, რისი ტარებაც არ შეგვიძლია

"ქრისტიანული ცხოვრება სერიოზული პრობლემების დაძლევას გულისხმობს. რა თქმა უნდა, ამ გზაზე ხშირად გვხვდება ცილისწამება, ღვარძლი, გაჭირვება, შური…და დგება ისეთი მომენტებიც, როცა ჩვენც აღმოგვხდება: ,,მამაო ჩემო! თუ შესაძლებელია, ამარიდე ეს სასმისი” (მთ. 26,39), ანდა ,,ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რაისათვის დამიტევებ მე” (მთ. 27,46), მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი იმაზე დიდ ჯვარს არ მოგვცემს, რისი ტვირთვაც არ ძალგვიძს. ამიტომაც, გაჭირვების ჟამს მასვე უნდა მივმართოთ, სულიერი ღვაწლი განვაძლიეროთ და პრობლემები მალევე დაიძლევა", – წერს 2016 წლის სააღგომო ეპისტოლეში საქართველოს კათოლიკოს-პტრიარქი ილია მეორე.

"ვისაც ცოდვის მორევში ყოფნა მოსწონს და ამაში ჰპოვებს მხოლოდ სიამოვნებას, მისთვის გაუგებარი და მიუღებელია ის სიხარული და ნეტარება, რომელსაც ჯვარცმული იესო გვთავაზობს.

მას სხვა ვერაფრით დავეხმარებით, გარდა ლოცვისა და ჩვენც შევთხოვოთ აღდგომილ მაცხოვარს, ყველას გაუნათოს გული და გონება წარუვალი ბედნიერების შესაგრძნობად" – წერია სააღდგომო ეპისტოლეში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...