პატრიარქი: დღეს უნდა ასხუროთ ნაკურთხი წყლით სახლები, მადლი სულისა წმიდისა დაისადგურებს თქვენთან

პარტიარქმა ილია მეორემ მრევლსა და სრულიად საქართველოს ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

“გილოცავთ ნათლისღებას, ნათლისღების მადლი შეგეწიოთ, დიდი აიაზმის მადლი შეგეწიოთ. დღეს უნდა ასხუროთ ნაკურთხი წყლით თქვენი სახლები, თქვენი ეზო-კარი. მადლი სულისა წმიდისა დაისადგურებს თქვენთან. ეს არის უდიდესი დღესასწაული, როცა განიდევნება ბოროტი სული და მადლი ღვთისა დაისადგურებს ჩვენ შორის. ჩვენთან არს ღმერთი!”,- აღნიშნა პატრიარქმა.

ქადაგების შემდეგ პატრიარქმა სურამ ხაშურის და რუსთავის ეპარქიებიდან
ნორჩი ჩოხოსნები დალოცა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად