პატრიარქი დედებს: სამსახური საჭიროა, მაგრამ პირველი შვილების აღზრდაა

ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა.

“ჩვენთან არს ღმერთი, გილოცავთ მარიამ მაგდალინელის დღესასწაულს. დღეს ჩვენ ვფიქრობთ, დედის როლზე, დედის მნიშვნელობაზე. მარიამ მაგდალინელი იმ დროს როცა ჯვარს აცვეს მაცხოვარი და მოწაფეებმა დატოვეს უფალი, მარიამ მაგდალინელი იდგა ჯვრის გვერდით.

ის სიყვარული, რომელიც იყო მაცხოვარსა და მარიამ მაგდალინელსა და მენელსაცხებელ დედათა შორის, ეს არის მაგალითი, თუ როგორ უნდა იმოღვაწეოს ყოველმა ქალმა, დედამ, დამ, როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ეკლესიასთან, ოჯახთან.

ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს. მრავალი შემთხვევაა როცა დედა ტოვებს ოჯახს და მიდის სამსახურში. სამსახური საჭიროა, მაგრამ პირველი შვილების აღზრდაა.

ღმერთმა ძალა მოგცეთ, ღმერთმა სიბრძნე მოგცეთ. ღმერთმა ინებოს რომ ყოველმა დედამ აღასრულოს თავი ვალი, ღვთისა და სამშობლოს წინაშე”, – ბრძანა პატრიარქმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად