პატრიარქი: ბოროტი ძალა ცდილობს, ღმერთს ჩვენი ახალი თაობა გამოსტაცოს

“ბოროტი ძალა ცდილობს, ღმერთს ჩვენი ახალი თაობა გამოსტაცოს”,-ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქმა, ილია მეორემ ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა.

“დღეს ესტატე მცხეთელის დღესასწაულია, გილოცავთ!.

მინდა დღეს ვისაუბრო ჩვენს წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე. წარსული ჩვენი მასწავლებელი უნდა იყოს, უნდა ვისწავლოთ, რა ვაკეთოთ და რა არა.

რთული დრო გამოვიარეთ, ომები, არეულებობები, მაგრამ ჭეშმარიტი სარწმუნოება შევინარჩუნეთ. ვმადლობთ უფალს, რომ ეს ღვთისწყალობა შემოგვრჩა და დღეს ჩვენ ისევ რთულ დროს ვცხოვრობთ, ისევ არამშვიდი დროა, მაგრამ ჩვენ  ამას უნდა გაუძლოთ.

მინდა, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციო ჩვენ ახალგაზრდობას.

ახალგაზრდობა ჭკვიანია, ბრძენია, მაგრამ ბოროტი ძალა ცდილობს, ჩვენი ახალი თაობა ღმერთს გამოსტაცოს.

იმედი მაქვს, რომ ჩვენი ახალგაზრდობა იმ განსაცდელს გაუძლებს, რომელშიც დღეს იმყოფება”,-დასძინა პატრიარქმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად