პატრიარქი ახალგაზრდებს: ნუ ეცდებით აიღოთ მაგალითი სხვისგან, აიღეთ მაგალითი ჩვენი წინაპრებისაგან

ნუ ეცდებით აიღოთ მაგალითი სხვისგან, აიღეთ მაგალითი ჩვენი წინაპრებისაგან,-ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა.

“ჩვენ რთული დრო გამოვიარეთ, ომები, არეულებობები, მაგრამ ჭეშმარიტი სარწმუნოება შევინარჩუნეთ. ვმადლობთ უფალს, რომ ეს ღვთისწყალობა შემოგვრჩა და დღეს ისევ რთულ დროს ვცხოვრობთ, ისევ არამშვიდი დროა, მაგრამ ჩვენ  ამას უნდა გავუძლოთ.

მინდა, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციო ჩვენ ახალგაზრდობას.

ახალგაზრდობა ჭკვიანია, ბრძენია, მაგრამ ბოროტი ძალა ცდილობს,  ღმერთს ჩვენი ახალი თაობა გამოსტაცოს.

იმედი მაქვს, რომ ჩვენი ახალგაზრდობა გაუძლებს იმ განსაცდელს, რომელშიც დღეს იმყოფება.

ჩვენ ვცდილობთ მაგალითი ავიღოთ სხვა ქვეყნებიდან, მაგრამ ისეთი წარსული, ისეთი გამოცდილება გაგვაჩნია, რომ სხვებმა მაგალითი ჩვენგან, ჩვენი ახალაგაზრდებისგან უნდა აიღონ. მომავალი ჩვენი ახალგაზრდობის ხელშია და იმედი მაქვს, რომ დაძლევენ.

ჩვენ უნდა ვთხოვოთ უფალს, რომ ძალი ერსა თვისსა მოსცეს და უფალმა აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით.

უფალმა მოგვცეს ძალა და მშვიდობა, ეს ღვთისგან მონიჭებული მადლია.

ნუ ეცდებით აიღოთ მაგალითი სხვისაგან, აიღეთ მაგალითი ჩვენი წინაპრებისაგან.

ჩვენი წინაპრები დიდი სიბრძნით და ღვთისშიშით იყვნენ შეპყრობილი, მადლი ღვთისა და წყალობა ღვთისა შეგეწევათ თქვენ. მადლი ღვთისა და წყალობა ღვთისა ეწეოდა ჩვენ წინაპრებს.

კურთხევა უფლისა თქვენზედ მისითა მადლითა კაცმოყვარებითა აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ! ჩვენთან არს ღმერთი! ნუ შეგეშინდებათ, ღმერთი ჩვენთააა”,- ბრძანა ილია მეორემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...