პატრიაქრი: მივმართავ მომავალ ხელისუფლებას და ოპოზიციას, ითანამაშრომლონ, მოუსმინონ ერთმანეთს

საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა ილია მეორემ 2020 წლის 31 ოქტომბერის საპარლამენტიო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. ილია მეორეს გადასატანი ყუთი საარჩევნო უბნიდან საპატრიარქოში მიუტანეს.

“მივმართავ სრულიად საქართველოს, რომ მივიდეს არჩევნებზე. იმედია, რომ ეს არჩევნები სიკეთეს მოიტანს და მე მინდა მივმართო მომავალ ხელისუფლებას და ოპოზიციას, რომ ითანამშრომლონ, მოუსმინონ ერთმანეთს. ვისწავლოთ მოსმენის კულტურა.

მე იმედით ვუყურებ მომავალს.

ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო და მთელი მსოფლიო”, – განაცხადა ილია მეორემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად