პატრიარქმა, მეუფე პეტრეს წმ. ამბროსი ხელაიას სახელობის მონასტერში მოსანანიებლად დარჩენაზე უარი უთხრა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ არ დააკმაყოფილა მეუფე პეტრეს თხოვნა და მარტვილის მუნიციაპლიტეტის, სოფელ ინჩხურში მდებარე წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის მონასტერში დარჩენაზე უარი შეუთვალა.

ამის შესახებ ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ(ცაავა) ჟურნალისტებთან განაცხადა.

” საპატრიარქოდან დამიკავშირდა ქორეპისკოპოსი, მიტროპოლიტი თეოდორე და გადმომცა კათოლიკოს-პატრიარქის დანაბარები, აზრი, რომ მე ვფიქრობ, რომ უმჯობესია წავიდეს ეპარქიიდან სხვაგანო…

სავარაუდოდ, ხვალ გამოაგზავნიან კომისიას, რომელიც ჩვენს წარმომადგენლებთან გააკეთებს ინვენტარიზაციას და გადაიბარებენ ეპარქიას”. – განაცხადა მეუფე პეტრემ.

შეგახსენებთ, საქართველოს წმინდა სინოდმა ჭყონდიდის მიტროპოლიტ მეუფე პეტრეს  აუკრძალა მღვდელმოქმედება, გაანთავისუფლა ეპარქიის მმართველობისა და წმინდა სინოდის წევრობისაგან და გამწესა შიო მღვიმის მონასტერში მოსანანიებლად. 

მეუფე პეტრემ უარი განაცხადა “შიო მღვმის”მონასტერში წასვლაზე და პატრიარქს თხოვნით მიმართა, დაეტოვებინა მარტვილის ეპარქიაში, წმინდა აბროსი ხელაიას სახელობის მონასტერში, რაზეც დღეს უარი მიიღო.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად