პატიმრობაში მყოფ ალექსეი ნავალნის ხერხემალზე ორი თიაქრიანი დისკი აღმოაჩნდა

პატიმრობაში მყოფ რუს ოპოზიციონერს, ალექსეი ნავალნის ხერხემალზე ორი თიაქრიანი დისკი აქვს და ხელების დაბუჟება დაეწყო – ამბობს მისი ერთ-ერთი ადვოკატი, ნავალნის ციხეში მონახულების შემდეგ.

ოლგა მიხაილოვამ ტელეკომპანია დოჟდს უთხრა, რომ ნავალნიმ უარი თქვა მიეღო ციხის ექიმის მიერ გამოწერილი, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი დიკლოფენაკი და ნიკოტინის მჟავა – საშუალებები, რომლებიც, ადვოკატის თქმით, მედიცინაში 30 წელია აღარ გამოიყენება.

44 წლის ნავალნი უკვე სამი კვირაა ჩივის მწვავე ზურგის ტკივილზე და ფეხის დაბუჟებაზე – ამბობენ მისი მოკავშირეები. 24 მარტს მას MRI-ით ჩაუტარდა გამოკვლევა და ციხის შესაბამისმა უწყებებმა სააგენტო ინტერფაქსს უთხრეს, რომ მისი მდგომარეობა “სტაბილური და დამაკმაყოფილებელი” იყო. გამოკვლევის შედეგები ნავალნიმ 7 აპრილს თავის ადვოკატებს აჩვენა და მიხაილოვას თქმით, მათ ხერხემლის პრობლემები დაინახეს.

მიხაილოვა დასძენს, რომ ნავალნის მაღალმა ტემპერატურამ დაუკლო მას შემდეგ, რაც ის 5 აპრილს ციხის საავადმყოფოს განყოფილებაში გადაიყვანეს, სასუნთქი გზების დაავადების სიმპტომებით. თუმცა, მიხაილოვა ამბობს, რომ ნავალნის შეუნარჩუნდა ხველა. კორონავირუსზე პირველი ტესტის შედეგები უარყოფითი იყო და ახლა მეორე ტესტის შედეგებს ელოდებიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...