პატიმრის ცემის ფაქტი სახალხო დამცველისთვის სააგენტო “აიპრესიდან” გახდა ცნობილი

1 იანვარს რუსთავის № 17 ციხეში პატიმრებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შესახებ, სახალხო დამცველისთვის საინფორმაციო "აიპრესიდან" გახდა ცნობილი.

ამას ჩვენთან საუბარში ადასტურებს, სახალხო დამცველის აპარატის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ანი თამაზაშვილი. "ეს ინფორმაცია თქვენი მედია საშუალებით გახდა ჩვენთვის ცნობილი. ჩვენები უკვე შესულები არიან. როგორც კი დაბრუნდებიან და დეტალები გახდება ცნობილი, მაშინვე გაგიკეთებთ კომენტარს." – განაცხადა თამაზაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ  რუსთავის №17 ციხეში პატიმრებმა თანასაკნელი სასტიკად ცემეს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...